ჩურჩხელა-Churchkhela-Чурчхела 2018

Аватар автора
Chemistry Capers
ამ რჩევაში იხილავთ როგორ გააკეთოთ თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელა. მოცემული ინგრედიენტებით გამოდის 4 თხილისა და 4 ნიგვზის ჩურჩხელა. დაგვჭირდება: 1. 50 ცალი ნიგოზი 2. 100 ცალი თხილი 3. 1.5 ლიტრი ბადაგი 4. 300 გრ ფქვილი 5. 3 ჩ/კ შაქარი 6. ნემსი 7. მაგარი ძაფი ბადაგის, ფქვილისა და შაქრის რაოდენობა საკმარისია ჩურჩხელების ერთჯერადად ამოსავლებად. ჩურჩხელები, სულ მცირე, 2–ჯერ მაინც უნდა ამოვავლოთ. გაამზადეთ ნიგოზი ნიგოზი გაარჩიეთ. მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და დაბალ ტემპერატურაზე 2–3 წუთით მოხალეთ ისე, რომ არ დაიწვას. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ. ლებნები შუაზე გაყავით. გაამზადეთ თხილი თხილი გაარჩიეთ და ცხელ ტაფაზე 2–3 წუთით მოხალეთ. ხის კოვზით მუდვმივად ურიეთ, რომ კანი მოშორდეს. თბილ თხილს კანი ხელით მოაშორეთ. აასხით ძაფზე ნიგოზი დაგჭირდებათ ნემსი და 75 სმ მაგარი ძაფი. ძაფი ორად გაკეცეთ და ნიგოზი ააცვით. ლებნების ბრტყელი მხარე ზემოთ უნდა იყოს მიმართული. ერთ ძაფზე 25 ცალი ლებანი ააგეთ. მოაჭერით ნემსი და ბოლო განასკვეთ. აასხით ძაფზე თხილი 75 სმ სიგრძის ძაფი ორად მოკეცეთ. თხილი ნემსით ძაფზე ააცვით – თითოეულ ძაფზე 25 ცალი თხილის გული. მოაჭერით ნემსი და განასკვეთ. მოამზადეთ თათარა ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით შეურიეთ 500 მლ ბადაგი და ხის კოვზით მოურიეთ. ათქვიფეთ ათქვიფეთ ელექტრო ბლენდერით, რომ ნაზავი ერთგვაროვანი გამოვიდეს. ნაზავი ბადაგს შეურიეთ 1 ლიტრი ბადაგი ღრმა ქვაბში მოათავსეთ და თანდათანობით შეურიეთ ფქვილის, შაქრისა და ბადაგის ნაზავი. კარგად მოურიეთ. აადუღეთ გააცხელეთ მაღალ ტემპერატურაზე. ურიეთ მუდივად. აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და დაბალ ცეცხლზე 8–10 წუთით...

0/0


0/0

0/0

0/0