როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კომბოსტოს მწნილი

Аватар автора
Warlocks Wonders
ნიახური მწარე წიწაკა 8ც ნიორი 1 თავი ჭარხალი 2 ც კომბოსტო 3 თავი მომზადების წესი ავიღოთ 5 ლიტრიანი ქილა. კომბოსტოს ზედა რამდენიმე ფოთოლი შემოვაცალოთ. გავჭრათ 4-6 მსხვილ ნაჭრად. ჭარხალი თხელ ფირფიტებად დავჭრათ. ემალის ან შუშის ჭურჭელში, ძირზე დავალაგოთ ნიახური, ნივრის კბილები, ჭარხლის ნაწილი, წიწაკა. დავამატოთ კომოსტოს ნაჭრები. შემდეგ ისევ ნიახური, ნიორი, წიწაკა, ჭარხალი და ასე ბოლომდე, სანამ კომბოსტო გვეყოფა. მდუღარე წყალში გავხსნათ მარილი. ხსნარი მლაშე უნდა იყოს, როგორც ზღვის წყალი. გავაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს, ისე რომ დაფაროს. 7-10 დღეში მწნილი მზადაა. #მწნილი

0/0


0/0

0/0

0/0